სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობები და მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეები.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარნეულის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე