საბერძნეთში შრომის რეფორმას აპროტესტებენ

01 ოქტომბერი 2025, 13:50 156 ნახვა

ათენსა და პირეოსში ბერძენმა სტუდენტებმა და საჯარო სექტორის მუშაკებმა, მათ შორის მასწავლებლებმა და მეზღვაურებმა, საპროტესტო აქციები გამართეს ახალი  შრომის კანონმდებლობის  წინააღმდეგ, რომელიც ერთი სამუშაო ადგილის მქონე თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, დღეში 13 საათამდე იმუშაონ, ზეგანაკვეთური ანაზღაურების 40%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აცხადებს, რომ ეს ღონისძიება არჩევითია და შექმნილია უფრო მოქნილი დასაქმების შესაძლებლობებისთვის, პროფკავშირები ამტკიცებენ, რომ ის ფაქტობრივად სავალდებულოა და შეიძლება ძირი გამოუთხაროს დასაქმებულთა უფლებებს, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად ან არასტაბილურ პოზიციებზე მყოფ პირებს.

გაფიცვამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე