გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, მისი „ლივერპული“ კი „გალათასარაისთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისური კლუბის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, როდესაც ალისონმა ტრავმა მიიღო. მამარდაშვილი გახდა 30-ე ქართველი, რომელმაც ევროპის მთავარ საფეხბურთო საკლუბო ტურნირზე ითამაშა.
რაც შეეხება შეხვერას, ანგარიში მე-16 წუთზე პენალტით ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა გახსნა და ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ინტერი - სლავია 3:0; ჩელსი - ბენფიკა 1:0; ატლეტიკო - აინტრახტი 5:1; ბოდოგლიმტი - ტოტენჰემი 2:2; პაფოსი - ბაიერნი 1:5; ქაირატი -რეალი 0:5; მარსელი - აიაქსი 4:0; ატალანტა - ბრიუგე 2:1.
აქვე გეტყვით, რომ 4 ოქტომბერს „ჩელსისთან“ გასამართ პრემიერლიგის მატჩში „ლივერპულის“ კარს გიოგი მამარდაშვილი დაიცავს, ვინაიდან როგორც არნე სლოტმა განაცხადა, ალისონი ამ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე