ქართული მუსიკალური საღამოები

30 სექტემბერი 2025, 19:58 135 ნახვა

,, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" გრძელდება. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში გიგი პიანომენის კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე პიანისტმა იმპროვიზაციები პოპულარულ ქართულ მუსიკალურ თემებზე შეასრულა. "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - ასე  ჰქვია კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება.

ბათუმის შემდეგ, კონცერტი ბორჯომში გადაინაცვლებს, სადაც  მსმენელის განწყობაზე პიანისტი თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი , ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა იზრუნებენ.

,, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" დასკვნითი ნაწილი თბილისში 5 დეკემბერს  გაიმართება. მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოლულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებაა.

საკონცერტო სერიების მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე