სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

30 სექტემბერი 2025, 14:41 132 ნახვა

"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე'' პროგრამის ფარგლებში  სამ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ორ ლოკაციაზე დასრულდება 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში, მესამე ლოკაციაზე კი 2027 წლის ბოლომდე. დასრულების შემდეგ 570 ოჯახი მიიღებს სრულიად რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ სახლებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სულხან თამაზაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის ფარგლებში მშენებლობები კვლავ გაგრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სექტემბერში ბათუმს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, ხოლო ქობულეთში სამი ახალი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მისივე თქმით, ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ხუთი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.

"უკვე დასრულდა ხელვაჩაურის სოციალური სახლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები და ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცედურებს.

 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული საზღვაო სეზონი ძალიან წარმატებით ჩავატარეთ. გასულ წელთან შედარებით შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 1 200 000-მდეა. დარწმუნებული ვარ შემოდგომის და ზამთრის ტურისტულ სეზონსაც ასევე წარმატებით ჩავატარებთ. 

 

უნდა შევეხო სტიქიურ მოვლენებს.  სექტემბერში ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეგვექმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული საკითხების შესწავლა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა,  ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის წევრები, დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს 9 თვის ანგარიშსაც განიხილავენ. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, უკვე დაფინანსებულია 57 მლნ. ლარის სამედიცინო მომსახურება.

 

 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე