ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ - პუტინი

30 სექტემბერი 2025, 10:59 166 ნახვა

რუსული ძალები უკრაინაში „სამართლიან ბრძოლაში“ იმარჯვებენ -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ერთად ვიცავთ სამშობლოსადმი სიყვარულს და ჩვენი ისტორიული ბედისწერის ერთიანობას, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ ვიმარჯვებთ“ - აცხადებს პუტინი.

ღია წყაროებიდან საბრძოლო ველის რუკების მიხედვით, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის თითქმის 114 ათას 500 კვადრატულ კილომეტრს, ანუ ტერიტორიის 19%-ს, მათ შორის ყირიმს, და ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.

ტრამპმა, რომელმაც შეცვალა თავისი ადრინდელი პოზიცია, გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი და ვაშინგტონმა განაცხადა, რომ განიხილავს კიევის მოთხოვნას ტომაჰოკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიღების შესახებ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე