ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს

30 სექტემბერი 2025, 09:41 102 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისტორიული უწოდა შეერთებულ შტატებში ვიზიტს, სადაც ის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა  და ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ტელეგრამ-არხზე  გამოქვეყნებულ  ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „ჰამასის მიერ ისრაელის იზოლაციის ნაცვლად, ისრაელმა შემოატრიალა სიტუაცია და ახლა ჰამასია იზოლაციაში“. 

ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო წინადადებას ღაზაში თითქმის ორწლიანი ომის დასრულების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ჰამასი ამ გეგმას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე