ქობულეთის ''შუქურა'' vs ბათუმის ''დინამო''

24 მაისი 2017, 00:00 3447 ნახვა

დღეს ''ჩელე არენაზე'' ქობულეთის "შუქურა" და ბათუმის "დინამო" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია და დღევანდელ თამაშს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ეროვნულ ლიგაში, ქულების მიხედვით, "შუქურა" ბოლო ადგილზეა, დინამოს კი ბოლოდან მეორე პოზიცია უჭირავს. მატჩი  18:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.  

მატჩის ტრანსლაციის გამო, საინფორმაციო გამოშვება "მთავარი" საღამოს 6 საათზე ეთერში არ გავა.

ამავე კატეგორიაში