ბაადურ წულაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

29 სექტემბერი 2025, 19:56 484 ნახვა

ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ბაადურ წულაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მის მშობლიურ ქალაქში.

ორგანიზატორებმა ღონისძიება კიდევ ერთ თარიღს _ “ფეოლას“ ეკრანებზე გამოსვლის 55 წლისთავსაც დაუკავშირეს.

“ფეოლა“ ბაადურ წულაძის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომლის გადაღების ადგილადაც რეჟისორმა სწორედ ბათუმი შეარჩია.

“ფეოლას“ გადაღების პროცესის ამსახველი უნიკალური ფოტოები დღეს გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, რომელიც ძველ ბათუმში, ღია ცის ქვეშ მოეწყო.

ასევე, აჩვენეს რეჟისორის შემოქმედებისა და “ფეოლას“ გადაღებების შესახებ  მომზადებული ვიდეორგოლიც. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში