ახალი საბავშვო ბაღი თბილისში

29 სექტემბერი 2025, 10:45 135 ნახვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნა. საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება, ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისათვის.

საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და 2024 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე