თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა ეროვნული გვარდიის ვეტერანებს შეხვდა. კუკავამ გვარდიელებს გააცნო საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება გაკეთდა 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების გამოძიებაზე, გოგა ხაინდრავას და სხვა სამხედრო დამნაშავეების დასჯაზე და დაზარალებულთა უფლებების აღდგენაზე. შეხვედრაზე გვარდიელებმა კახა კუკავას გადასცეს ეროვნული გვარდიის სარდლის - ვახტანგ ქობალიას მხარდაჭერის წერილი, რომელიც შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე