საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპაში - პრემიერი

27 სექტემბერი 2025, 11:38 95 ნახვა

საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან.

„საქართველო პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატულ კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე