თუკი უმაღლესი საბჭო სხდომას 6 ივნისს ჩაატარებს და არა ზეგ-ამით კანონს დაარღვევს. განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე აკეთებს. მისი თქმით, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თანახმად სხდომა 14 დღიანი ვადის დაცვით უნდა ჩატარდეს, ბოლო დღე 2 ივნისია. უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ავთანდილ ბერიძის განკარგულება, რომლის თანახმადაც რიგგარეშე სხდომა 6 ივნისს 12 საათზეა ჩანიშნული. უმაღლესი საბჭოს დელეგაცია მივლინებით გერმაბნიაში იმყოფება. კომენტარი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. რატომ გადაწყდა სხდომის თარიღად ორშაბათი, ალექსანდრე ჩიტიშვილისთვისაც უცნობია.