სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში მიმდინარეობს 40 900 ჰა ფართობზე.
საველე სამუშაოებში ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორებიც არიან ჩართულები, რომლებიც სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც გაიწერება სატყეო-სამეურნეო ღონისძიება: სანიტარული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები და სატყეო გზების მოწყობა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე