გაეროს სესია

23 სექტემბერი 2025, 12:05 82 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი  სიტყვით გამოვა. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილი სახელმწიფოთა ლიდერებს გლობალური გამოწვევების გარდა, საქართველოს უსაფრთხოებისა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების საკითხებითაც მიმართავს. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. "ერთად ავაშენოთ მომავალი" - ამ სლოგანით გაერო 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღაზას სექტორში არსებული ვითარებაა.

ასამბლეაზე განიხილავენ ირანის ბირთვულ პროგრამას; დიდი ყურადღება დაეთმობა სირიის საკითხსაც.

მონაწილეები იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებაზე, ქალთა უფლებებზე, სუდანის ჰუმანიტარული კრიზისსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის დაძაბული ურთიერთობების შესახებ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე