იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 სექტემბერი 2025, 11:48 133 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 16 250.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 448.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა გაიზარდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 802.7 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარაგვისტოში, 7 354.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 989.7 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 863.5 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 705.5 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 943.1 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 572.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 480.7 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 1 801.0 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 1 779.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 225.1 მლნ. აშშ დოლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი