პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია ნაციონალური მოძრაობის მიერ შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ოპოზიციის ნაწილს თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ფარას მიერ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა აჩვენა რა მოტივაციით იწერება ჯო უილსონის და სხვა სენატორების პოსტები. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობა კანონიერი საქმიანობაა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ ნელსონ მალისთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში 360 ათასი დოლარი გადაიხადა 6 თვის მომსახურებისთვის.
დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა შეერთებულ შტატებში მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა. მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა.