ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ჩენდუს ტურნირის მერვედფინალშია

19 სექტემბერი 2025, 09:02 62 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში 7:6; 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის მოგების შედეგად მოხვდა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად რეიტინგში 114-ე ადგილზეა, მერვედფინალში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს შეხვდება.

მატჩი ხვალ, 20 სექტემბერს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი