საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება

21 მაისი 2017, 00:00 2975 ნახვა

მეთორმეტე კლასელებმა დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. რამდენიმი მოსწავლე გადალახავს საგამოცდო ზღვარს აჭარის რეგიონში არსებულ სკოლებში - კონკრეტული ციფრები ხვალ გახდება ცნობილი. მეთორმეტე კლასელები გამოცდას ელექტრონულად გადიან. მათ საშუალოდ 40-მდე კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა, თუმცა კითხვების რაოდენობა მათი სირთულე და სიმარტივე მოსწავლეების ცოდნაზეა დამოკიდებული.

მოსწავლეებს, რომლებმაც გასულ წელს მეთერთმეტე კლასის გამოცდები ვერ ჩააბარეს ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდენ საშუალება ექნებათ გამოტოვებულ საგნები წელს ჩააბარონ. ისინი ვინც საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშებიან. აჭარაში წელს 3 ატას 766 მეთორმეტე კლასელია. ისინი გამოცდას სულ ოთხ საგანში გაივლიან – ქართულ ენაში და ლიტერატურაში, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი