კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ

10 სექტემბერი 2025, 12:01 161 ნახვა

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.  დაზიანებული ბანერების და განადგურების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლზე, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. დემონსტრანტებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს.

აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობის მისამართით ბოთლებიც ისროლა. საარჩევნო ბანერებს შეასხეს საღებავები. დემონსტრანტებმა შტაბის შესასვლელი კარი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი