მსოფლიო რაგბის თასი მოგზაურობას განაგრძობs

21 მაისი 2017, 00:00 1825 ნახვა

ვეტერანმა მორაგბეებმა თასი ქედაში შეიტანეს. ოფიციალური ცერემონიალი ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თასს მორაგბეები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქედის ტურით თასი აჭარაში მოგზაურობას ასრულებს.

26 მაისს დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. 20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასმა მოგზაურობა 16 აპრილს შუხუთიდან, ლელობურთით დაიწყო.

საქართველოში მსოფლიო თასის გათამაშება კი 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.  ჩემპიონატში 12 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. 20-წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია - „მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები“.

ამავე კატეგორიაში