კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინეს.
ბათუმის მერობის კანდიდატი - გოჩა გუგუნავა (პარტია „გახარია საქართველოსთვის“)
ქობულეთის მერობის კანდიდატი - პაატა ცივაძე (ლელო ძლიერი საქართველო)
ხულოს მერობის კანდიდატი - ირაკლი ბოლქვაძე (პარტია „გახარია საქართველოსთვის“);
შუახევის მერობის კანდიდატი - ნათია მგელაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“);
ქედას მერობის კანდიდატი - რამაზ დავითაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი - ბადრი მამულაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)
როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ორივე პარტია ერთობლივად იბრძოლებს გამარჯვებისთვის.