კომისია შეზღუდული უფლებებით

20 მაისი 2017, 00:00 2481 ნახვა

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში პატიმრები პრობლემებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ, როგორც მათი წერილიდან  ირკვევა არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები.

წერილში აღნიშნულია რომ ისინი ვერ ახერხებენ აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას. იქვე განმარტებულია, რომ ცოტნე ანანიძე მათთან არასდროს მისულა. ანანიძე კი როგორც ამბობს,  პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. თუმცა კომპეტენციების სიმცირის გამო ამ პრობლემას ვერ წყვეტს.

მესამე სექტორში კომპეტენციის გარეშე ნებისმიერი სტრუქტურის ჯგუფის არსებობას აზრს მოკლებულად თვლიან და უფლებების გაფართოების საკითხის გადაწყვეტაზე საუბრობენ.  თუმცა რა ფორმით ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი