შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან და გარემოს დაცვის ექსპერტებთან

05 სექტემბერი 2025, 15:03 132 ნახვა

„ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“-  „შავი ზღვის გალურჯება“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის - შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში.

შეხვედრაზე მხარეებმა პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათი განცხადებით სრულ თანხვედრაშია „საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგის 2016–2030 წლების“ დოკუმენტთან. 

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფის და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი