ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო ჯგუფმა ქუთაისში კონცერტი გამართა. საორკესტრო გუნდმა ბაროკოს ეპოქიდან 21-ე საუკუნემდე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა.
შედგა პრემიერაც, ეკა ჭაბაშვილისა და მისი სტუდენტის მიერ სპეციალურად ამ შემადგენლობისთვის შექმნილი ნაწარმოები შესრულდა. საორკესტრო ჯგუფი პროექტ "ბაროკოდან 21-ე საუკუნემდე" ფარგლებში მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა.
პროექტი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი საღამო უკვე გაიმართა ზუგდიდში, 30 მაისს კი საორკესტრო გუნდი ბათუმელი მსმენელის წინაშე წარდგება.