„მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი"

04 სექტემბერი 2025, 11:05 94 ნახვა

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გაიხსნა.

ცენტრში თავმოყრილი უახლესი სამეცნიერო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა,  მათი კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ასევე კვლევითი კომპონენტების მიმართულებით  გაძლიერდება უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები.

კვლევითი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულებისთვის, არამედ ფართო აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

„მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრის“ შექმნისათვის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს  2022 წლის ბიუჯეტიდან  2 მილიონ 255 ათას 399 ლარი დაიხარჯა. ცენტრი  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  გახსნა და ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში