პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ - Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთი ქალაქების გვერდითაა ნომინირებული, როგორებიცაა ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ათენი, ბოლონია, ბორდო, პორტო, პრაღა, სტამბოლი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დუბლინი, და სხვები.
ბათუმთან ერთად Wanderlust-ზე ნომინირებულია თბილისი და ქვეყნების კატეგორიაში საქართველო.
ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 17 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებგვერდზე https://www.wanderlustmagazine.com/…/our-awards/2025-vote/ შეუძლიათ.
გამარჯვებული კი 5 ნოემბერს, ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.