„მუზეუმი და გლობალიზაცია“ - ამ სახელწოდებით ბათუმში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია რამდენიმე სექციას: ისტორიას, არქეოლოგია-ეთნოლოგას, კულტურულ ტურიზმსა და სამუზეუმო მენეჯმენტს მოიცავს. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მონაწილეები წარადგენენ.
ღონისძიება ორიენტირებულია ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების ასევე სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევარების საქმიანობის განვითარებასა და მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
წელს კონფერენცია ამირან კახიძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
მონაწილეები დღეს და ხვალ მოხსენებებს წარმოადგენენ, 5 სექტემბერს კი მათთვის დაგეგმილია საექსკურსიო ტური აჭარის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.