პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

03 სექტემბერი 2025, 11:35 105 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო `„მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ მას ბრალდება დაუზუსტდა და დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში