ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი

01 სექტემბერი 2025, 14:05 130 ნახვა

საქართველოში ავარიების რაოდენობა და ლეტალობა გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად 3 860 ადამიანი დაშავდა და 216 დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევების რაოდენობა და განსაკუთრებით ლეტალობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია — სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20%-ით არის მომატებული.

საკითხთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა გააკეთა.  მისი თქმით, საგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ჩართულობა.

ლალიაშვილი  საგზაო რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სიჩქარის ლიმიტების გადახედვას, ასევე ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში