ოთარ ქათამაძეს დღეს ბათუმის დრამატული თეატრიდან გაასვენებენ

28 აგვისტო 2025, 10:55 289 ნახვა

ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა  და მსახიობს ოთო ქათამაძეს დღეს ბათუმის დრამატული თეატრიდან გაასვენებენ. მას მეგობრები, კოლეგები, ახლობლები და გულშემატკივრები ემშვიდობებიან. 42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 24 აგვისტოს გარდაიცავალა.

ოთო ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს.

დადგა არაერთი სპექტაკლი და ჩართული იყო სტუდენტური თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი. გამოცემული აქვს პიესების კრებული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში