არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოში უჩივიან

27 აგვისტო 2025, 14:59 100 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს და რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარ თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ არის განსაზღვრული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში