ენმ მთავრობას პრემია -დანამატების გამო აკრიტიკებს

19 მაისი 2017, 00:00 3530 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით 5 თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის წევრებმა დანამატის სახით 860 ათას 297  ლარი, ხოლო პრემიის სახით 657 ათას 768  ლარი აიღეს. ამასთან დაკავშირებით რეზო ხარაზმა სოციალურად დაუცველ ოჯახებთან შეხვედრისას ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აჭარის მთავრობას მოუწოდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სათანადო ყურადღება დაუთმონ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ივლისიდან, ახალი რეგულაციით, პრემია-დანამატების საკითხს კანონი დაარეგულირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი