აჭარის მთავრობის ხელშეწყობით სანაპირო ზოლზე დამატებით ახალი სამაშველო საგუშაგოები განლაგდა

25 აგვისტო 2025, 11:58 295 ნახვა

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.

დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი