მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

24 აგვისტო 2025, 09:59 124 ნახვა

მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ. მუსიკოსსა და კომპოზიტორს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. მისი რეპერტუარის დიდი ნაწილი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოიცავდა.

მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი, 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 2000 წელს კი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი