ლევან გაჩეჩილაძე დაკრძალეს

23 აგვისტო 2025, 14:09 240 ნახვა

პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, პრეზიდენტმა. ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი.

არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი