ურბანული განახლების პროექტი ატენის ხეობაში

22 აგვისტო 2025, 11:01 114 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკისა და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა.

აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი