ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია.
წყლისგან გაიწმინდა მრავალბინიანი კორპუსის ეზოები, ასევე ამოიტუმბა წყალი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე. განხორციელდა ბაზრის ტერიტორიის გადარეცხვის სამუშაოები.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა მიმართულებით გზა გახსნილია.