ირანის პრეზიდენტი ბელარუსში ჩავიდა

20 აგვისტო 2025, 13:59 120 ნახვა

ირანის პრეზიდენტი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მინსკში მასუდ პეზეშკლიანმა ყვავილებით შეამკო  გამარჯვების მოედანზე მდებარე ძეგლი და პატივი მიაგო  ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა  ხსოვნას.

შემდგომ  ალექსანდრე ლუკაშენკომ მასუდ პეზეშკიანი დამოუკიდებლობის სასახლეში მიიღო. ლიდერებმა თავდაპირველად ვიწრო ფორმატში, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს.

პრეზიდენტების მოლაპარაკებების დღის წესრიგში  ეკონომიკური საკითხებია, მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი