ახლა კი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც შეეხებათ - 1 ივლისიდან ძალაში შევა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებს საკლასო ჩინები მიენიჭებათ. მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად ისინი საკლასო დანამატსაც მიიღებენ.
პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით მოხელეები 12 კატეგორიად დაიყოფიან, აქედან პირველია ყველაზე დაბალი და “საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტს” გულისხმობს, მეთორმეტეს კი “ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის” სტატუსი ექნება. კიდევ რა ცვლილებები შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ნათია ლომაძე მოგვიყვება.