''ჩემი ევროპელი ბებო'' - ევროპის დღეები

18 მაისი 2017, 00:00 1570 ნახვა

ქობულეთში, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩემი ევროპელი ბებო“ ჩატარდა.  ასოციაციის „ღირსეული სიბერე“ ბენეფიციარებმა ევროპასთან ურთიერთობასა და, ზოგადად, ასოცირების ხელსეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

დღესვეხელნაკეთი  სუვენირები და სამკაულები გამოიფინა,  შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. სტუმრებმა ასოციაციის ბენეფიციართა მიერ მომზადებული  ტრადიციული ტკბილეულიც დააგემოვნეს. ღონისძიება  „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი