მოსწავლეები აჭარიდან თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრებიან

14 აგვისტო 2025, 17:54 265 ნახვა

აჭარიდან საჯარო და კერძო სკოლებიდან შერჩეული 10 მოსწავლე თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრება.

მოსწავლეები იზმირში მდებარე საერთაშორისო ბანაკს 17 აგვისტოს შეუერთდებიან. ბანაკის მიზანია მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებს ხელი შეუწყოს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები აჭარის განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამის“ საერთაშორისო მეგობრობა სამეცნიერო განათლების გზით“ პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შეარჩია.

კონკურსში 300 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან კი სამეცნიერო ბანაკის საგზური 10-მა მოიპოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში