ირაკლი ცეცხლაძე დაიბადა 1982 წლის 7 აპრილს.
განათლება:
1999–2003 წლებში დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
პროფესიული გამოცდილება:
2005 წლიდან 2024 წლის 30 ივლისამდე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
2004–2005 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში.
ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.