ცვლილებები საჯარო სამსახურებში

18 მაისი 2017, 00:00 3782 ნახვა
00:00
00:00

პირველი ივლისიდან საჯარო სამსახურის  შესახებ კანონი უნდა ამოქმედდეს. ცვლილება აჭარის უმაღლესი საბჭოს საშტატო განრიგზეც აისახება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო განრიგი ზუსტდება.  

უქმდება პრემია-დანამატების სისტემა და თანხა თანამდებობრივ სარგოზე გადანაწილდება. შემოდის პროფესიული მოხელის ინსტიტუტები, რაც იმას ნიშნავს, რომ  რიგი თანამშრომლები  უვადოდ დაინიშნებიან და მათზე არჩევნები, ასევე, პოლიტიკური ძალის ცვლილება, გავლენას ვეღარ მოახდენს.

ამავე კატეგორიაში