გიორგი მიქაუტაძის გოლი და მოპოვებული პენალტი

11 აგვისტო 2025, 09:11 102 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანურ „ხეტაფეს“ გაუტანა და „ლიონს“ თამაში 2:1 მოაგებინა. ეს „ლიონისთვის“ სეზონის განახლებამდე ბოლო ტესტმატჩი იყო.

მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 24-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში მაინც გახსნა. ესპანელებმა 15 წუთში მილას ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმში „ხეტაფე“ კაცნაკლული დარჩა, „ლიონმა“ კი რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და მეიტლანდ-ნილსმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. პენალტი კი მიქაუტაძის წაქცევისთვის დაინიშნა.

„ლიონი“ 15 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსს“ ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი