ბულვარში შეზლონგებისა და ქოლგების ფასები განისაზღვრა

17 მაისი 2017, 00:00 6354 ნახვა

ფიქსირებული ფასი შეზლონგებსა და ქოლგებზე - წელს პირველად, ბათუმის პლაჟზე, ქოლგისა და შეზლონგის დაქირავებას ჯამში 4 ლარად შეძლებთ. ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისამდე უნდა დასრულდეს. სიახლეა ისიც, რომ პლაჟზე სექტორების მიხედვით, ერთი ფერის შეზლონგები განთავსდება, დაიდგმება საშხაპეები და ადაპტირებული ჩასასვლელები

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი