სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოთხოვნა

01 აგვისტო 2025, 20:03 199 ნახვა

უსახლკარო მოქალაქე  მთავრობას დახმარებას სთხოვს. მზია მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა, ჯანმრთელობის პრობლემით და საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის აჭარის მთავრობას მიმართავს. მისივე თქმით, ქირით სადაც ამჟამად ცხოვრობს გამოსახლება ემუქრება ვინაიდან გადახდა არ შეუძლია.

მოქალაქის განმარტებით, ოფიციალურად უკვე მიმართა ხელვაჩაურის მერიასა და აჭარის მთავრობას, თუმცა უარი მიიღო. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს, მზია მეგრელიშვილს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 000 ლარი ჩაერიცხა, ასევე ივნისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი დახმარების სახით  500 ლარი მიიღო.

ამასთან მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და დახმარებას ყოველთვიურად იღებს. აღნიშნულ პირს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გასულ წლებშიც აქვს მიღებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი