ბათუმში სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა ბრიფინგი გამართეს.
მათივე განცხადებით, ისინი 2 აგვისტოს ბათუმში "ევროპულ მარშს“ აანონსებენ, რომელიც ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაგრძელდება.
მათი თქმით, მთავარი მოთხოვნებია ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.