ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. დედაქალაქის მოქმედ მერს მმართველი პარტია ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამედ წარადგეს. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
ადასტურებენ იმასაც, რომ კახა კალაძის წარდგენის ოფიციალური ღონისძიება ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, კახა კალაძე ორი ვადით არის თბილისის მერი. ის, ასევე, იკავებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას.