ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო

25 ივლისი 2025, 10:51 241 ნახვა

„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025"-ის ფარგლებში  მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სწორედ ნუნუ დუღაშვილის კომპოზიციებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს მონაწილეებმა.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ აჩიკო ნიჟარაძე, აჩიკო ბერიძე, დათუნა სირბილაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ  ანსამბლები: ,,თეატრალურის კვარტეტი"; ,,შვიდკაცა", ,,ქართული  ხმები", ,,ალილო" და "რერო". კონცერტის დასასრულს ნუნუ დუღაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმში მსმენელისგან უდიდესი ემოციები მიიღო.

ხელოვანები  კი ქართულ მუსიკაში  ნუნუ დუღაშვილის უდიდეს წვლილზე საუბრობდნენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში